1 ოქტომბერი, 2019

ალექსანდრე ზაზარაშვილს ჰოლივუდში ელოდებიან

ალექსანდრე ზაზარაშვილს ჰოლივუდში ელოდებიანმომღერალ ალექსანდრე ზაზარაშვილს, არც მეტი არც ნაკლები, ჰოლივუდში ელოდებიან.

უნიჭიერესი მომღერლის წარმატებები სულ უფრო მაღალ საფეხურზე ადის. უკრაინულ “ვოისში” გამარჯვების შემდეგ, ალექსანდრემ კარნეგი ჰოლში იმღერა, შესარჩევი ტურის წარმატებით გავლის შემდეგ კი ჰოლივუდში მიიწვიეს.

ალექსანდრე ასევე მიწვეულია პოპულარულ ამერიკულ გადაცემაში “Little Big Shots”. ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ქართველი ამ გადაცემის სტუმარი იქნება.