8 სექტემბერი, 2019

ზვიად გამსახურდიას იუბილესთვის შექმნილი პორტრეტი

ზვიად გამსახურდიას იუბილესთვის შექმნილი არაჩვეულებრივი პორტრეტიწელს საქართველოს პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას 80 წელი შეუსრულდებოდა.

ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თანამედროვე მხატვარმა ბრუნო ვეფხვაძემ შექმნა ხელოვნების სასახლის კოლექციისთვის პირველი ქართული საპრეზიდენტო პორტრეტი.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

“წელს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას 80 წელი შეუსრულდებოდა. წელს საქართველოს ხელოვნების სასახლე ამ თარიღთან დაკავშირებულ გრანდიოზულ გამოფენას უმასპინძლებს.

ამ პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა თანამედროვე ქართველ მხატვარს, მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულს ბრუნო ვეფხვაძეს ვთხოვეთ გამოფენისათვის შეექმნა ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო პორტრეტი.

ნახატი 28 ოქტომბერს მუზეუმში ზვიად გამსახურდიასადმი მიძღვნილ ექსპოზიციაზე გამოიფინება. განსაკუთრებული მადლობა ბორის კალანდიას და რამაზ თორიას მხარდაჭერისათვის.”