17 სექტემბერი, 2019

თამარ მეფის გამეფების დროს წარმოთქმული სიტყვა

თამარ მეფის გამეფების დროს წარმოთქმული სიტყვათამარ მეფის გამეფეება მისი მამის გიორგი მესამის გარდაცვალების შემდეგ, 1184 წელს მოხდა. ისტორიამ მისი მეფობის ხანას – ოქროს ხანა უწოდა.

გამეფებისას თამარმა სიტყვა წარმოთქვა, რომელიც ამდენი საუკუნის შემდეგაც აქტუალურია:

“შიშველი მოველ და შიშველადვე მეგულების განსვლად ამიერ სოფლით. ყოველივე ქვეყნიური აქვე დარჩება. არ არის აქ ჩემი საკუთრო და სამეფო ჩემი – კუთვნილებაა თქვენივე.

მე ამამაღლა განგებამ მისთვის, რომ თქვენდა საკეთილდღეოდ აღვამაღლო სამეფო და განა შევძლებ მე ამას, უძლური დედაკაცი, თუ არა თქვენის დახმარებითა და თანამშრომლობით?

პირველად თქვენ მოგმართავთ მამაჩემის გაწვრთნილნო, მხედართმთავარნო მეომარნო – მომეცით შეძლება, რომ პირველ ყოვლისა გავიმაგრო სამეფო საზღვრები გარეშე მტრების მოსაგერიებლად.

მერმე მივჰყოფთ ხელს შინაგან განწესრიგებას და თქვენ უნდა მიწინამძღვროთ წმინდა მამებო, რადგანაც თქვენ, როგორც სასულიერო წოდებას, გაწევსთ ორგვარი მოვალეობა: ხორციელი და სულიერი, რისთვისაც მოგელისთ ორკეცი მადლობა – აქ მეფის და იქ – ზეციური კურთხევა.

ხოლო თქვენ დიდებულნო და ერისთავნო, შემიწყვეთ ხელი, რომ მივსცეთ გზა და განი სწავლას, შრომას და ნიჭს, რომელთაც ქვაკუთხედად უნდა დაედვას საერო სიყვარული.”