12 სექტემბერი, 2019

ტარიელ ჭანტურია – საქართველომ დედა უტირა საქართველოს!

ტარიელ ჭანტურია - საქართველომ დედა უტირა საქართველოს!– საქართველომ დედა უტირა საქართველოს! –  ასე მიაჩნია პოეტ ტარიელ ჭანტურიას და თავის სათქმელს ლექსში “პარადოქსი” დეტალურად გადმოსცემს:

“უცნაურია: საქართველომ დედა უტირა საქართველოს!
ჭირს დაჯერება: საქართველომ გააცამტვერა
საქართველო!
არ ვიცი, რატომ: საქართველოს არ შეებრალა
საქართველო!
მტერი, რის მტერი – საქართველომ მარტოკამ სძლია
საქართველოს!
მხოლოდ ის ერთი – საქართველო – ვერ დაიტირებს
საქართველოს!
და, რომც შეეძლოს – საქართველო არ დაიტირებს
საქართველოს!
რომც აღსდგეს – ისევ საქართველო უტირებს დედას
საქართველოს…”