25 სექტემბერი, 2019

“სალხინოს სასახლის კამერატა” მეხუთედ გაიმართება

"სალხინოს სასახლის კამერატა" მეხუთედ გაიმართებასალხინოს დადიანის საშემოდგომო სასახლე მარტვილში წელს მეხუთედ უმასპინძლებს საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს „სალხინოს სასახლის კამერატა“.

ფესტივალი ტრადიციულად სასახლის ორსაუკუნოვან ხეივანში, ღია ცის ქვეშ გაიმართება და უმასპინძლებს მუსიკოსებს გერმანიიდან, იტალიიდან, ლიეტუვიდან და საქართველოდან.

ფესტივალს საზეიმოდ გახსნის თბილისის დრამ სქულის “მოსიარულე დრამერები” მუსიკალური შოუ-პერფორმანსი, დასაწყისი 18 საათზე.

ულამაზეს საშემოდგომო სასახლეში სამი დაუვიწყარი მუსიკალური საღამო ჩატარდება.
ფესტივალი 27 სექტემბერს გიორგი გიგაშვილს საფორტეპიანო კონცერტით გაიხსნება. კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი.

28 სექტემბერს საფესტივალო პროგრამაშია – სიცილიური გიტარის დუეტი BLANCO SINACORI; გერმანული საქსაფონის კვარტეტი XENON; კაუნასის მუსიკის უნივერსიტეტის კამერული ორკესტრი VMU.

29 სექტემბერს ფესტივალის დახურვაზე გაიმართება გალა კონცერტი ყველა შემსრულებლის მონაწილეობით.

ფესტივალის ორგანიზატორები: შიო აბრახამია – ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი;

ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი – დირექტორი.

ფესტივალი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს; მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის; გერმანიისა და იტალიის საელჩოების მხარდაჭერით.

გენერალური სპონსორი – დეველოპერული კომპანია “M2”.

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ biletebi.ge– ზე.
დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 598153000
დამატებითი ინფორმაციისთვის : https://www.facebook.com/salkhinopalacecamerata/