10 სექტემბერი, 2019

ქუთაისში სტალაქტიდები დალეწეს

ქუთაისში სტალაქტიდები დალეწესქუთაისში, ზემო ჭახათაში, კლდიაშვილის ქუჩის ბოლოს მღვიმეა, სადაც სტალაქტიდები დალეწეს. მაშინ, როცა თითოეულის წარმოქმნას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, მათი განადგურება ვანდალებმა უმოკლეს დროში მოახერხეს.

ვახო სიხარულიძე:

”ზემო ჭახათაში, კლდიაშვილის ქუჩის ბოლოს სულ დალეწილი დაგვხვდა სტალაქტიდები… სირცხვილია…

ძალიან სამწუხაროა, თუ ასე გაგრძელდა, აღარაფერი დარჩება სანახავი ბნელი ხვრელის გარდა.”