4 სექტემბერი, 2019

ნუგზარ ჯუღელის უკანასკნელი წერილი

ნუგზარ ჯუღელის უკანასკნელი წერილიმსახიობისა და ტელედიქტორის ნუგზარ ჯუღელის უკანასკნელ წერილს მწერალი და დრამატურგი თამარ ბართაია ავრცელებს:

“მე წავედი უსასრულობაში… უმორჩილესად გთხოვთ, არ დაიბნეთ, რადგან ყოველთვის მზად ვიყავი ამისათვის.

მიხარია, რომ ვიყავი ქართველი და ჩემს ერს აქვს სიტყვა გარდაცვალება, ე.ი. ოდნავ შევიცვალე, ჩემი სული კი განაგრძობს თავის სვლას ულევ სამყაროში…

ძალიან გთხოვთ, სიკვდილს შეხედეთ ჩემი თვალებით, როგორც გარდაქმნას და გარდაცვალებას.

ჩემი გული ეკუთვნის საქართველოს, ვერ მოვესწარი თავისუფლებას, აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებას, დადგება დღე, როცა ჩემი კოპწია ქვეყანა, ბედნიერი, თავისუფალი იქნება. ჩემი შვილიშვილები მოესწრებიან ამას!

ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის!

მე წავედი იქ, სადაც ბევრი, ძალიან ბევრი ჩემნაირია, აქ ხომ ძალზედ ცოტანი დარჩით.”