20 სექტემბერი, 2019

მიხეილ ზაქარიაშვილი: “ცოცხალს ნუ გამწირავთ რა იქნება?”

მიხეილ ზაქარიაშვილი სიმღერაზე უარს აცხადებსკომპოზიტორი და მომღერალი მიხეილ ზაქარიაშვილი უცნობი ავტორის ლექსს აქვეყნებს, რომელიც ერთმანეთის სიცოცხლეში დაფასებასა და დახმარებაზეა:

“ცოცხალი შემიყვარეთ და ცოცხალი მანუგეშეთ
ცოცხალი დამინდეთ რა იქნება?
ცოცხალს მომეფერეთ და ცოცხალს ჩამეხუტეთ
ცრემლები შემიშრეთ რა იქნება?
ცოცხალი გამიხსენეთ და ცოცხალს დამეხმარეთ
ცოცხალს ნუ გამწირავთ რა იქნება?
ცოცხალი რომ სიცოცხლეში დავაფასოთ
მკვდარი ხომ სატირალი არ იქნება.
ცოცხალს მიმკურნალეთ მარტო არ დამტოვოთ
ცოცხლისთვის ილოცეთ რა იქნება?
ცოცხალს სიყვარული სანთლებად დამინთეთ
მკვდრის შესანდობარიც სათქმელი არ გექნებათ.
ახლომყოფს მომეფერეთ გულში ჩამიკარით
მარტო არ დამტოვოთ სიცივეც არ იქნება..
მკვდარს ნუ დამიტირებთ,
მკვდარს ნუღარ დამამძიმებთ
სულს ნუღარ მომიწამლავთ რა იქნება?
ცოცხლები შეიყვარეთ და ცოცხლები ანუგეშეთ
ცოცხლებს გავუფრთხილდეთ რა იქნება?
ერთმანეთს ჩავეხუტოთ და ტკივილი გავუყუჩოთ
ამდენი ცრემლებიც არ იქნება
სიძულვილს – სიყვარული, სიკვდილს – სიცოცხლე
უბრალოდ ვარჩიოთ და სულებიც გაგვითბება.” (უცნობი ავტორი)