20 სექტემბერი, 2019

მერაბ კოკოჩაშვილს დახმარება სჭირდება

მერაბ კოკოჩაშვილს დახმარება სჭირდებარეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს დახმარება სჭირდება.

ინფორმაციას ხათუნა ხუნდაძე ავრცელებს:

“ფორსაჟის” წყალობით 34 000 000$ შემოვიდაო საქართველოში და აქედან 3 ან 5 მილიონი კვლავ კინოში რომ ჩაბრუნდეს არ შეიძლება?

ქართველი კლასიკოსი რეჟისორის, მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის – ტერცო მონდო- დაფინანსება მოიგო კინოსტუდია “ქართულმა ფილმმა” სულ რაღაც 300 000 ლარი, დღევანდელი კურსით ეს რაა, კი მიხვდებით.

ახლა ვზივარ და ვჟონგლიორობ ექსელის ფაილში, რომ ფილმის რაღაც ნაწილს ვაკმარო ეს თანხა და მერე მსოფლიოში დავიწყო დიდი ქართველი რეჟისორისთვის ფულის ძებნა და ახსნა, რატომ მისცა სამშობლომ ასე მცირე და მე რატომ ვთხოვ მათ ასე ბევრს… ეჰ…

მთავარ როლებში, მერაბ ნინიძე, ლევან (ჭოლა) წულაძე, ქეთა შათირიშვილი, ბაჩო ჩაჩიბაია, გრიშო ჟორდანია, თუთა ინაშვილი და კიდევ ბევრი საინტერესო ახალგაზრდა მსახიობი…

ეს იქნება ფილმი, დიდ სიყვარულზე, ვაჟკაცობაზე, ადამიანობაზე და კიდევ ბევრ სხვა რამეზე….
ფილმი 300 000 ლარითაც მაგარი გამოვა.

პ.ს. ამ ვიდეოს ისე ვდებ, კარგ საპრეზენტაციო ვიდეოს მალე შემოგთავაზებთ, “ჩემი ბიჭები” რომ ფორსაჟის გადაღებას მორჩებიან და დამიბრუნდებიან კინოსტუდიაში.”