1 სექტემბერი, 2019

ლილი იოსელიანის უკანასკნელი სპექტაკლი

ლილი იოსელიანის უკანასკნელი სპექტაკლილილი იოსელიანის სახელი ქართული თეატრის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია.

მის მიერ აღზრდილი თაობები დღესაც აღტაცებით ყვებიან რეჟისორთან გატარებული თითოეული დღის შესახებ.
რეჟისორმა დავით გუჯაბიძემ ლილი იოსელიანზე ფილმი გადაიღო, რომელიც არაჩვეულებრივი ქალბატონის უკანასკნელ სპექტაკლზეა და მას ასეთი აღწერა გაუკეთა:

– 93 წლის რეჟისორი ლილი იოსელიანი ცდილობს დადგას თავისი უკანასკნელი სპექტაკლი.

ზურა პირველი, მსახიობი:

“სიტყვით რომ არ გამოითქმება, ისეთი დიდი მადლობა დავით გუჯაბიძეს!

დავიწყე ფილმის ყურება… თავიდან ძალიან ავღელდი… მენატრება და იმიტომ… და მერე ნელ-ნელა ისე დავიძაბე, როგორც სტუდენტი… ავტომატურად ვიმეორებ, რასაც კარნახობს და რასაც უსწორებს…

ამდენი წლების შემდეგ ვუყურებ და ასეთი პედაგოგი, ასეთი ამომწურავი ინფორმაცია რეჟისორისგან წარმოუდგენელია!

გაწამებს, მაგრამ ხვდები, რომ სწორ გზაზე მიჰყავხარ!”