2 სექტემბერი, 2019

ხელის თხოვნა “ჩხიკვთა ქორწილზე”

ხელის თხოვნა "ჩხიკვთა ქორწილზე"ანსამბლ “ივერიას” ლეგენდარულ მიუზიკლზე – “ჩხიკვთა ქორწილზე” ერთ-ერთ მონაწილეს შორენა ჯაფარიძეს მისმა შეყვარებულმა ხელი სთხოვა.

ალექსანდრე ბასილაიას “ჩხიკვთა ქორწილი” “ბელქ სი არენაზე” ძველი და ახალი მონაწილეების შემადგენლობით მეორედ იქნა წარმოდგენილი.

მიუზიკლის დასასრულს შორენას შეყვარებულმა ვარდების უზარმაზარი თაიგული მიართვა და თანხმობის შემდეგ, ხელზე ბეჭედიც გაუკეთა.

გადავსებულმა დარბაზმა წყვილს გაბედნიერება ანსამბლის წევრებთან ერთად მხურვალე აპლოდისმენტებით და ხანგრძლივი შეძახილებით მიულოცა.