1 სექტემბერი, 2019

იზიარებთ ბესო ზანგურის მოთხოვნას?

იზიარებთ ბესო ზანგურის მოთხოვნას?რუსთაველს თეატრის მსახიობის ბესო ზანგურის მოთხოვნა ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:

“გამოდით მთავრობა ქუჩაში. თქვენ ის მთავრობა ხართ, 2011-ში რომ კარდაკარ მოიარეთ მთელი საქართველო.
ჩადით მეტროში, ადით მთაში, იარეთ ისე, როგორც დადის კახი კალაძე, დღისით, ღამით.

გიფიქრიათ, რომ სათითაო ადამიანს რომ მილიონი აჩუქოთ, მაინც დაგრჩებათ თავზე საყრელად ფული? ეს გიფიქრიათ? არა, იმიტომ რომ გკიდიათ ხალხი. მოსახლეობის რაოდენობა შეგახსენოთ? ზღაპრებს ყვებით, ზღაპრებს. მაგ ზღაპრებსაც უნიჭოდ.

რა არის თქვენთვის 3 მილიონი? 3 მილიონი ადამიანისთვის მილიონის დარიგებაც არაფერია. რა გეგმებს, რა აზრებს, რა ტვინებს, რა ბრტყელ-ბრტყელს ისვრით?

ვის რაში სჭირდება თქვენი ქვეყანა? ქვეყანა, სადაც შიმშილია, სადაც შიშია, სადაც სახეალეწილი დადიან მოქალაქეები ცალყბად მომღიმარი…

ერთი კალაძე და ერთი გახარია ვერ გიშველით. ვერც ბიძინა და ვეღარავინ. იფიქრეთ მილიონრების ქვეყანაზე. ეს შეგიძლიათ. არაფერია თქვენთვის მილიონი და მილიონი გახდებით თქვენ.

გაეცით, გაეცით, გაეცით ფული, ამ ქვეყანაში ფულით სულსაც იყიდი. ასეა ესეც და ნუ შემეკამათებით პატარა ბოზუკებო.”