15 სექტემბერი, 2019

გრანპრი თსუ-ის სტუდენტურ კაპელას

გრანპრი თსუ-ის სტუდენტურ კაპელასთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ კაპელას გრანპრი გადაეცა.

მთავარი ჯილდო კაპელამ საბერთძნეთში, ქალაქ პარალიაში გამართულ მუსიკისა და ცეკვის VIII საერთაშორისო ფესტივალზე “მუსიკა და ზღვა” დაიმსახურა.

ამ ფესტივალში საქართველო პირველად მონაწილეობდა. დებიუტანტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა კაპელამ ჟიურისა და მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა.

ეს გამარჯვება კაპელამ საქართველოს მიუძღვნა.

გრანპრი თსუ-ის სტუდენტურ კაპელასგრანპრი თსუ-ის სტუდენტურ კაპელას