15 სექტემბერი, 2019

გია ყანჩელის ყველაზე დიდი ოცნება

გია ყანჩელის ყველაზე დიდი ოცნებაკომპოზიტორ გია ყანჩელის შემოქმედებას ეტრფიან არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

ხელოვანის ყველაზე დიდი ოცნებაა, მომავალში მისი შემოქმედება არ დაივიწყონ:

“მთელი ჩემი ცხოვრება ყოველდღიურ შრომაში გავატარე. ეს შრომა იწყებოდა დილით და მთავრდებოდა გვიან ღამე. თუ წამოიდგენთ, რომ ეს ხდებოდა ყოველდღე, ალბათ მიხვდებით, თუ როგორი რთული იქნებოდა.

მიუხედავად ამისა, სულ ვცდილობდი, ჩემს მუსიკაში ჩამედო ის, რაც დაკავშირებულია სიმშვიდესთან და ეფიქრა მსმენელს, რომ ყოველივე ეს მარტივად მოდის.

ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი შემოქმედება მომავალში დავიწყებას არ მიეცემა და აღიქმება როგორც მცდელობა სიბნელიდან თავის დაღწევისა და სინათლისაკენ სწრაფვისა.”