11 სექტემბერი, 2019

ეროვნულ გალერეაში რძის რეკლამას იღებენ

ეროვნულ გალერეაში რძის რეკლამას იღებენდიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში რძის რეკლამას იღებენ.

ინფორმაციას ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ავრცელებს:

“საგამოფენო დარბაზში თივა უკვე შეიტანეს, ამ წუთებში რძის რეკლამას იღებენ და მალე ალბათ, ძროხებსაც შედენიან!

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის პირველ სართულზე რძის რეკლამას იღებენ. გალერეის თანამშრომლებმა ეს ამბავი რომ გამაგებინეს, ეროვნული მუზეუმის პრესსამსახურში, ქალაქის ნომერზე დავრეკე (რადგან მოგეხსენებათ, რომ ეროვნული გალერეა ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია), რომ აქ, ჩემს გვერდზე ოფიციალურად დადასტურებული ამბავი დამეწერა.

რომელი კომპანია ირღებს რძის რეკლამას, გალერეის საგამოფენო სივრცეში-მეთქი, ვიკითხე და უი, არ ვიცით, გავარკვევ და შეგეხმიანებითო. დაახლოებით ათ წუთში პრესსამსახურის თანამშრომელმა დამირეკა და მითხრა, რომ სარეკლამო ვიდეორგოლს იღებენ; რომელი კომპანიაა, ეს არ ვიცი; დამატებითი ინფორმაცია თუ გაინტერესებთ, ოფიციალურად მოგვმართეთო.”