25 სექტემბერი, 2019

ელისო ვირსალაძე კონსტანტინე ვარდელის ხსოვნისთვის

ელისო ვირსალაძე კონსტანტინე ვარდელის ხსოვნისთვისგამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე მევიოლინე კონსტანტინე ვარდელის ხსოვნას კონცერტს მიუძღვნის.

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 26 სექტემბერს 19 საათზე კამერული მუსიკის საღამო გაიმართება.

მსმენელის წინაშე წარდგებიან ელისო ვირსალაძე და დავიდ ოისტრახის კვარტეტი. საღამოზე შესრულდება ჰაიდნის, მოცარტისა და დვორჟაკის ნაწარმოებები.

– ელისო ვირსალაძე – „ჩვენი დროის უდიდესი ქალი პიანისტი“ – ასე შეაფასა ქართველი პიანისტი სვიატოსლავ რიხტერმა.

რაც შეეხება დავიდ ოისტრახის კვარტეტს, იგი ოთხი გამოჩენილი მუსიკოსის, ოთხი შესანიშნავი სოლისტიაგან შედგება. მათ საკვარტეტო შესრულების მიმართ უდიდესი სიყვარული აერთიანებთ.

2012 წელს XX საუკუნის ლეგენდარული მევიოლინის ოჯახმა კვარტეტს მისი სახელი მიანიჭა.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია თბილისის კონსერვატორიის და თელავის თეატრის სალაროებში, ასევე ონლაინ www.biletebi.ge

ფესტივალის წარმომდგენი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ფესტივალის ორგანიზატორი: სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი.

მხარდამჭერები: წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ქალაქ თელავის მერია, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, საავტორო სტუდია, სასტუმროები „ალაზნის ველი“, „თელა“ და „ერეკლე II“.

საინფორმაციო მხარდაჭერა: რადიო „ფორტუნა“, ჟურნალი „კულტურა +“, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რადიო ერთი, საინფორმაციო სააგენტო GHN, ტელეკომპანიები ”იმედი” და ARTAREA.