9 სექტემბერი, 2019

ელისო ბოლქვაძის კონცერტი დადიანების სასახლეში

ელისო ბოლქვაძის კონცერტი დადიანების სასახლეშიმსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის კონცერტი ზუგდიდში, დადიანების სასახლეში გაიმართა. საღამო ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის კიდევ ერთი საჩუქარია ელისო ბოლქვაძისგან.

“მუსიკა აერთიანებს” – ასე ეწოდებოდა კონცერტს. ზუგდიდელი მსმენელისთვის ელისო ბოლქვაძემ ფრანც შუბერტისა და ფრიდერიკ შოპენის მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულა.

ელისო ბოლქვაძესთან ერთად კონცერტში მონაწილოება მიიღო აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით.

“დღევანდელი კონცერტი არის ერთგვარი გზავნილი, რომელიც გვაახლოვებს აფხაზეთთან, საერთო ტკივილთან და მე იმედი მაქვს, რომ მუსიკის ენით, მშვიდობის ენით შევძლებთ შევიდეთ ჩვენს აფხაზეთში. მე ვფიქრობ, ეს ოცნება ყველას აგვიხდება”” – აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.