1 სექტემბერი, 2019

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნებაიუნესკოს მშვიდობის არტისტის ელისო ბოლქვაძის მიერ დაარსებული ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი 1 სექტემბერს ბათუმის თეატრში საზეიმოდ გაიხსნება.

კონცერტზე მსმენელის წინაშე წარსდგებიან პიანისტი ელისო ბოლქვაძე, იტალიელი გიტარისტი კლაუდიო პიასტრა, დირიჟორი დავით მუქერია და ბათუმის ფესტივალის ორკესტრი.

ფესტივალის პირველ საღამოზე აჟღერდება ბეთჰოვენის „პრომეთეს ქმნილებანი“, როდრიგოს კონცერტი გიტარისა და ორკესტრისათვის და კამილ სენ სანსის საფორტეპიანო კონცერტი N2, თხზ.22.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის გახსნაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.