24 სექტემბერი, 2019

ასე უყვართ ვაჟა ფშაველა და ალექსანდრე ყაზბეგი ინგუშეთში

ასე უყვართ ვაჟა ფშაველა და ალექსანდრე ყაზბეგი ინგუშეთშიალბათ ბევრმა არ იცის, რომ ინგუშეთში ქართველი მწერლები ვაჟა ფშაველა და ალექსანდრე ყაზბეგი განსაკუთრებულად უყვართ და მათი სახელობის ქუჩებიც არსებობს.

ინფორმაციას და ფოტოებს ჯაბა მუსელიანი ავრცელებს:

“ინგუშები – ყველაზე ღირსეული ერი მთელს კავკასიაში – უღალატო, დიდი გულის პატრონი ხალხი. ერი, რომელსაც ქართველის წინააღმდეგ ტყვია არ გაუსვრია.

დანამდვილებით ვიცი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ინგუშ სამართალდამცველებს აძალებდნენ ქართველების წინააღმდეგ ბრძოლას, ვინც არ წავიდოდა საომრად, ყველას სამსახურიდან ათავისუფლებდნენ. არცერთ ინგუშს საქართველოს წინააღმდეგ არ მიუღია მონაწილეობა ომში, ბევრმა სამსახურის ფასად, რის წყალობითაც ოჯახებს არჩენდა, დატოვა სამსახური და ქართველის წინააღმდეგ არ წავიდა.

აი, ეს ერია ჩვენი ნამდვილი მონათესავე სულით და გულით. მოგვიანებით მათ თავიქანთ ქუჩებს სასახელო ქართველების სახელები მიანიჭეს. დიდება ინგუშ და ქართველ ერს. ჩვენ ერთი სისხლის ხალხი ვართ, ნამდვილი ძმები.”