16 სექტემბერი, 2019

ანიტა რაჭველიშვილის გერმანული აღიარება

ანიტა რაჭველიშვილის გერმანული აღიარებაქართველი მეცო სოპრანოს ანიტა რაჭველიშვილის ხმა უკვე მთელმა მსოფლიომ აღიარა და შეიყვარა.

ოპერის მომღერალი 113 კრიტიკოსისა და მუსიკისმცოდნის რჩეული გახდა.

მან მიიღო German Record Critics’ Award 2018 – გერმანელი კრიტიკოსების ჯილდო 2018 წლის საუკეთესო აუდიო ჩანაწერისთვის, რომელიც 1980 წელს დაარსდა და მუსიკალური ჩაწერის სფეროში “უმაღლესი მიღწევებისა და ხარისხის ყველაზე მკაცრი სტანდარტების” შექმნის მიზნით.

ანიტა საზეიმოდ დააჯილდოვეს, როგორც გერმანელი კრიტიკოსების რჩეული დისკის ავტორი. ჯილდო ანიტამ CD ალბომისთვის “Anita” მიიღო.