29 აგვისტო, 2019

ვანდალიზმი გერგეტის სამების ტაძარზე

ვანდალიზმი გერგეტის სამების ტაძარზეგერგეტის სამების ტაძარი ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს და არც გვიკვირს, როდესაც ყაზბეგში ჩასული ტურისტები მისი დიდებულებით აღფრთოვანებულები რჩებიან.

ხელოვნებათმცოდნე ვლასი ვაწაძე სპეციალურ ვიდეოს ავრცელებს, სადაც გერგეტის სამების ტაძარზე არსებულ ვანდალურ წარწერაზე დეტალურად საუბრობს.

ვლასი ვაწაძე:

”ვანდალური წარწერა გერგეტის სამებიდან. (ძმები ხვოროსტიანები, რომლებიც 5-ჯერ ეწვივნენ სხვადასხვა წელს: 1887-88-89-90 წლებში გერგეტის სამებას და დატოვეს თავისი გვარი და თარიღები ეკლესიის ერთ-ერთ ფასადზე. სურდათ 1891 წელსაც წვეოდნენ სამებას, მაგრამ გაურკვეველი მიზეზის გამო ვერ შეძლეს).”