4 აგვისტო, 2019

ვახუშტი კოტეტიშვილი – პოეტი, რომელიც ჭაბუკი დაბერდა

ვახუშტი კოტეტიშვილი - პოეტი, რომელიც ჭაბუკი დაბერდავახუშტი კოტეტიშვილი იყო პოეტი, რომელიც მისი მეუღლის, მზეო გოგოჭურის თქმით, ჭაბუკი დაბერდა და ჭაბუკი გარდაიცვალა.

მისი თქმით, ბატონი ვახუშტისთვის სამშობლო განსაკუთრებული იყო და ამას თავის შემოქმედებაშიც ასახავდა. ის თავის სატკივარს პოეზიაში აქსოვდა და ასე მიჰქონდა სათქმელი მკითხველამდე.

როგორც ვახუშტი კოტეტიშვილის მეუღლე მზეო გოგოჭური ამბობს, მას გამთლიანებული საქართველო უყვარდა და არა კუთხეებად დაყოფილი და დაქუცმაცებული:

“ყველა კუთხე უყვარდა, მან გამორჩევა არ იცოდა. აფასებდა თითოეული კუთხის სილამაზეს და იქაურ ხალხს. მე ვისურვებდი, რომ ის კუთხურობა ცუდი გაგებით, რომელიც ჩვენში ჯერ კიდევ შემორჩენილია, აღარ იყოს. უფრო გავმთლიანდებით და უფრო შეგვიყვარდება საქართველო.

ვახუშტი ქართლელი იყო, მაგრამ არასდროს უთქვამს, რომ ქართლი ყველას სჯობს და არ დაიწყებდა ქართლელების დამსახურების ჩამოთვლას. მას არ სწამდა ჭუჭრუტანიდან დანახული სამშობლო, მას ერთიანი და მთლიანი საქართველო უყვარდა და ცდილობდა, რომ გაემთლიანებინა. თავისი საღამოებით ეს მოახერხა კიდეც. ბოლო წლებში მას სიარულის პრობლემა შეექმნა და დაახლოებით ათწლიანი პაუზის გაკეთება მოუხდა…

…ჩემთვის ვახუშტი ერთადერთი და განუმეორებელი იყო. ალბათ, ლოგიკურიც არის – მე ხომ მისი ცოლი ვიყავი. მაპატიოს ყველამ, მაგრამ უბრალოდ მოხუც კაცს ნამდვილად ვერ გავყვებოდი ცოლად. რაღაცამ უნდა მიგიზიდოს მასში. ვახუშტი აღმოჩნდა ადამიანი, რომელშიც ასაკი ვერ დავინახე. ასე ჭაბუკი დაბერდა და გარდაიცვალა.”