17 აგვისტო, 2019

შალვა ამონაშვილის საუკეთესო რჩევა მშობლებს

შალვა ამონაშვილის საუკეთესო რჩევა მშობლებსაკადემიკოს შალვა ამონაშვილის ლექციებს ბუშეტში ათასობით ადამიანი ესწრება. იგი ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელია და მშობლებს შვილებთან ურთიერთობის განსაკუთრებულ მეთოდებს ასწავლის.

“არტინფო” გთავაზობთ ბატონი შალვას ერთ-ერთ რჩევას, რომელიც საუკეთესოა მშობლებისთვის:

“სკოლამ სული გაუშვა ხელიდან. სამწუხაროდ, მშობლებიც ამ დონეზე გაჩერდით. ღმერთს სანთელს დაუნთებთ, სულიერებაზე ილაპარაკებთ, სკოლაში მიხვალთ და იკითხავთ: „ჩემს შვილს რა ნიშნები აქვს?“ რა მნიშვნელობა აქვს, რა ნიშნები აქვს? ორიანი აქვს ან ხუთიანი, ერთმა გაგაუბედურათ ან მეორემ გაგაბედნიერათ?

ორიანებით ვიყავი გაჭედილი მეექვსე კლასამდე, სულ ორიანები მყავდა. პირობითად ვიყავი გადასული კლასიდან კლასში, მაგრამ, აი, ახლა თქვენს წინაშე ვდგავარ…”