სასიამოვნო სიახლეები ელისო ბოლქვაძის ფესტივალზე

სასიამოვნო სიახლეები ელისო ბოლქვაძის ფესტივალზეიუნესკოს მშვიდობის არტისტის ელისო ბოლქვაძის მიერ დაარსებულ ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფეტივალზე წელს ბევრი სასიამოვნო სიახლეა.
ახალი კომპონენტების შესახებ პიანისტმა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ფეტივალთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ბათუმის რიგით მეშვიდე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალთან – Batumi Black Sea Music and Art Festival დაკავშირებით ჩატარებულ პრესკონფერენციას აჭარის მთავრობისა და ფესტივალის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ფესტივალის დამაარსებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა, იუნესკოს მშვიდობის არტისტმა ელისო ბოლქვაძემ ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს განსაკუთრებით ბევრი კომპონენტი დაემატა, რაც არა მხოლოდ მუსიკალურ, არამედ ხელოვნების სხვადასხვა სფეროებს მოიცავს.
კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერა ფესტივალსა და საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს შორის მემორანდუმს.
სასიამოვნო სიახლეები ელისო ბოლქვაძის ფესტივალზე
“ფესტივალი წელს პირველად იმართება ახალი სახელწოდებით – ბათუმის შავი ზღვის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი – 1-10 სექტემბერს ბათუმის დრამატულ თეატრში.
უნდა აღვნიშნო, რომ დღეს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოსთან, რაც საერთაშორისო ფორუმებში ერთობლივ მონაწილეობასა და ასევე განათლების მიმართულებით თანამშრომლობას გულისხმობს.
წელს ასევე მნიშვნელოვანია არტ-ბანაკი, რომელშიც 250 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით. ახალგაზრდები ჩართულები იქნებიან მთელი ფესტივალის განამავლობაში როგორც კონცერტებში, ისე მათთვის სპეციალურად შემუშავებულ პროგრამებში,“ – აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი საქართველოს სახელმწიფოს ხელშეწყობითა და საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით წელს მეშვიდედ გაიმართება.
სასიამოვნო სიახლეები ელისო ბოლქვაძის ფესტივალზე
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც UNESCO-ს მაღალი პატრონაჟით ტარდება.
ბათუმს ეწვევა ცნობილი ფრანგი მუსიკოსი, კომპოზიტორი, ფილოსოფიის დოქტორი და მუსიკალური სწავლების ინოვაციური მეთოდის შემქმნელი მიშელ სონი, რომელიც ფესტივალის ფარგლებში შერჩეული ახალგაზრდა მუსიკოსებისათვის მასტერკლასებს გამართავს.
წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ფესტივალის ფარგლებში 7 სექტემბერს, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში გაიმართება წარმოშობით ქართველი ფრანგი მხატვრის ანრი მაჭავარიანის გამოფენა. ასევე 7 სექტემბერს ბათუმის დრამატულ თეატრში ჩატარდება გურამ ოდიშარიას პოეზიის საღამო და წიგნის პრეზენტაცია.
ფესტივალი 1 სექტემბერს ელისო ბოლქვაძის კონცერტით გაიხსნება. 8 სექტემბერს გაიმართება ელისო ბოლქვაძის გალა კონცერტი ღია ცის ქვეშ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში.
9 სექტემბერს ჩოხატაურში, კულტურის სახლში ახალგაზრდა პიანისტები ბარბარე თათარაძე და ილია ლომთათიძე დაუკრავენ.
ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ბათუმს მსოფლიოს კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები გიტარისტი კლაუდიო პიასტრა, ფლეიტისტი ლუიზა სელო, პიანისტები ალექსანდრე გაჯიევი, ლიდი სოლომონი, ალექსანდრა მასალევა და დავით ალადაშვილი, კლარნეტისტი კლაუდიო მანსუტი, დირიჟორი ჯანკარლო დი ლორენცო ეწვევიან.
ფესტივალის ორკესტრს მაესტრო დავით მუქერია უხელმძღვანელებს.
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი 10 სექტემბერს ახალგაზრდა ვირტუოზების კონცერტით
დასრულდება.
სასიამოვნო სიახლეები ელისო ბოლქვაძის ფესტივალზე
ფესტივალის პარტნიორები არიან:
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
აჭარის ავტონიმიური რესპუბლიკის მთავრობა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ქალაქ ბათუმის მერია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ზუგიდიდის მუნიციპალიტეტი
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი 
საქართველოს პირველი არხი 
ტელეკომპანია იმედი
აჭარის ტელევიზია
თი ბი სი ბანკი
სადაზღვევო კომპანია არდი
კომპანია TKT.GE
სასტუმრო ვინდჰემ ბათუმი
მიშელ სონის ფონდი “SOS Talents”
ელისო ბოლქვაძის ფონდი „ლირა“
დიზაინერი ლაშა დევდარიანი