სამაგალითო ანჯელინა ჯოლი

სამაგალითო ანჯელინა ჯოლიმსოფლიოს ულამაზესი მსახიობი ანჯელინა ჯოლი  მიიჩნევს, რომ ძველმოდურია, თუმცა მისი მოსაზრებები ყველა საუკუნეში აქტუალურია:

”მე ძველმოდური ვარ

ვთვლი, რომ ტრანსპორტში მამაკაცმა ადგილი უნდა დამითმოს, მაშინაც კი, როცა არც ორსულად ვარ და არც ბევრი ტვირთი მაქვს. დიახ, უნდა გამიღოს კარი და გამომიწოდოს ხელი,მაშინაც კი, როცა არ ვიცნობთ და ვერც ვერასდროს გავიცნობთ ერთმანეთს. მე ქალი ვარ, ესე იგი, მე უფრო სუსტი ვარ.

დარწმუნებული ვარ, რომ მამაკაცმა უნდა გადაიხადოს რესტორანში, ან კინოში ჩემს ნაცვლად და მე კითხვაც კი არ უნდა გამიჩნდეს – ვინ იხდის დღეს?

მე ვფიქრობ, რომ მამაკაცმა უნდა იზრუნოს ჩემზე – მკითხოს, მოვიხვიე თუ არა თბილი შარფი, ან ხომ არ დამავიწყდა მეჭამა რამე. მამაჩემი ყოველთვის მეკითხებოდა.

თუ კაცს ვხვდები, ესე იგი, მასში ჩემს მომავალ ქმარს და ჩემი შვილების მამას ვხედავ. დიახ, მან უნდა მთხოვოს ქორწინება, თუ ჩვენი ურთიერთობა მართლა სერიოზულია, უნდა გამაცნოს მშობლებიც, ძაღლიც და საუკეთესო მეგობარიც.

მე ვთვლი, რომ საჭმლის მომზადება, მისი თეთრეულის გარეცხვა და პერანგების გაუთოვება ჩემი ისტორიული მოვალეობაა. მე ვხედავ ამაში ქალურ ბედნიერებას – ვიზრუნო ჩემს მამაკაცზე.

მე ვთვლი, რომ კაცი ცოტა უხეში უნდა იყოს, მამაცი და ძლიერი, რომ მე ვიყო ნაზი, სუსტი და მშიშარა, ვიზეც ასე სასიამოვნოა ზრუნვა და მაშინაც კი, თუ მე ძლიერი ვარ, მე უნდა ვიყო სუსტი.

მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მართალი უნდა ვიყოთ ერთმანეთთან, ჩვენ ერთად უნდა დავაფასოთ ერთმანეთი და ჩვენი არჩევანი.

მე არ დავწვები დასაძინებლად, თუ ის სამსახურიდან, ნადირობიდან, ან ფეხბურთიდან მოსვლას აგვიანებს, მე დაველოდები ფანჯარასთან და გავუთბობ სადილს, სანამ ის კიბეს ამოივლის.

მე მინდა კარგად გამოვიყურებოდე მისთვის, რომ მან შეაფასოს და იფიქროს რა კარგი ვყავარ, ამიტომაც ვხარჯავ და დავხარჯავ იმდენს, რომ მას მოვეწონო

მე მინდა ვიყო მისი ერთადერთი ქალი და მეტი არაფერი. გუშინ, დღეს, ხვალ და მთელი ცხოვრება, მაშინაც კი, თუ მას გადაასახლებენ და ხალხის მტრად გამოაცხადებენ.”