22 აგვისტო, 2019

ყაზბეგში საშინელება ხდება

ნანა ქავთარაშვილიოპერის მომღერალი ნანა ქავთარაშვილი ყაზბეგში მიმდინარე დაუსრულებელ სამშენებლო პროცესებს აკრიტიკებს:

“რად მინდა ყაზბეგში დასვენება, თუ საუკუნოვანი მთების სილამაზე ვეღარ დავინახე!

მრავალსართულიანი ბეტონის სასტუმროებით გაივსო ყაზბეგის ცენტრი და შუა გული! გასაგებია, რომ მომრავლდნენ ტურისტები და შემოსავლის წყაროა, მაგრამ პატარა კოტეჯები და დაბალსართულიანი სასტუმროები ააშენეთ, რომ სხვას ხედი არ დაუფაროთ.

რაც უფრო მაღალია შენობა უკეთესია მისთვის ვინც აშენებს, მაგრამ სხვას რომ გაუწიონ ანგარიში, ის არ ანაღვლებთ! მაღალი შენობები მოშორებით მინდვრებისკენ უნდა შენდებოდეს და არა შუაგულ ყაზბეგში!

მალე სამოთხე დაიფარება და ტურისტებიც გაიქცევიან!

არც კანონი, არც ხათრი, არც პატრონი!

ეს არის დღევანდელი საქართველოს სიტუაცია!”