19 აგვისტო, 2019

ფერიცვალება – რით არის გამორჩეული ეს დღესასწაული?

ფერიცვალება - რით არის გამორჩეული ეს დღესასწაული?ფერიცვალება – ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული უდიდესი საუფლო დღესასწაული.

პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი ამ დღესასწაულის მნიშვნელობას ასე განგვიმარტავს:

“ფერიცვალებას გილოცავთ!

ის ერთ-ერთია თორმეტი უდიდესი დღესასწაულიდან.

ვუსურვებ საკუთარ თავსაც და თქვენც, მოხდეს სულიერი ფერისცვალება ჩვენში და მიახლოება უფალთან.
თითქოს პირიქითაა, არადა, სინამდვილეში, კაცობრიობა, ყოველდღიურად, სულ უფრო და უფრო საჭიროებს ამას, ღმერთის გულმოწყალებას.

როგორც ვიცით, იესომ სამი მოწაფის წინაშე იცვალა ფერი თაბორის მთაზე.

რატომ გამოარჩია ისინი?

როგორც წმინდა მამები წერენ: პეტრე – სიყვარულის, იაკობი – თავგანწირვის და იოანე – ერთგულების გამო.

საგულისხმოა ეს ამბავი და როგორც წმინდა წერილშია, თქვენ კი არ ამირჩიეთ მე, მე აგირჩიეთ თქვენო, ალბათ, ჩვენც სიყვარული, თავგანწირვა და ერთგულება გაგვხდის სათნოდ უფლისთვის.”