11 აგვისტო, 2019

მწარე სიმართლე გიორგი კალანდიასგან

მწარე სიმართლე გიორგი კალანდიასგანისტორიკოს გიორგი კალანდიასგან ხშირად მოგვისმენია მოსაზრება, რომელიც მწარე სიმართლეა.

ამჯერად ხელოვნების სასახლის დირექტორი ყინწვისის ტაძარში ჩატარებულ თვითნებურ სამუშაოებს გამოეხმაურა:

“ქართულმა საზოგადოებამაც იპოვა ადვილი გამოსავალი ივიშვიშოს ვირტუალურად და ხელი შეახოცოს ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს.

საქმე საქმეზე რომ მიდგეს, არავინ არ გამოვა და არ დაიწყებს რეალურ ქმედებას, არავინ მიუშვებს, მაგალითად, პოლიციას ამ უმსგავობის აღსაკვეთად, ასე რომ, როგორც არაერთხელ მითქვამს, პრობლემა ქართულ საზოგადოებაშია!

გამოსავალი კი მარტივია, სანამ ქართული საზოგადოება არ გამოვა რელიგიური სიბნელიდან და სანამ ისტორიულ ძეგლებს შეხედავს მხოლოდ როგორც ღვთიმსახურების ნაგებობებს, არ გაითავისებს მათ ამასთანავე როგორც ჩვენი ისტორიის და კულტურის ძეგლებს, მანამდე სულ იქნება პრობლემები!

სულ მოხდება ყინწვისი, სულ გაჩნდება ვარძიის მსგავსი ხანძარი, დიახ, ძვირფასო ქართულო საზოგადოებავ, ისევე როგორც ყველა ხესთან და ბუჩქთან ვერ დააყენებ კამერას იმისათვის, რომ ბუნებაში ნაგავი არ დაყარო, სწორედ ასევე ყველა ეკლესიას, მღვდელსა თუ ტაძრის იატაკს ვერ მიუჩენს ჟანდარმს, მაკონტროლებელსა და პოლიციელს!

ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ შეწყდება, როცა მღვდელი მიხვდება, რომ ტაძრის შიგნით ჩატარებულ უკანონო რესტავრაციას, უპირველეს ყოვლისა, მისი მრევლი გააპროტესტებს და არ დაუშვებს!

ვიცი, ბევრს არ გესიამოვნებათ, მაგრამ სიმართლე, სამწუხაროდ, მწარე მოსასმენია!”