4 აგვისტო, 2019

ლიანა ისაკაძე: ”თუ ამას ვეღარ შეძლებ, მაშინ უნდა მოკვდე”

ლიანა ისაკაძე: ”თუ ამას ვეღარ შეძლებ, მაშინ უნდა მოკვდე”ლეგენდარული მევიოლინე ლიანა ისაკაძე საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილია და ამბობს, ყველაფრის თავიდან დაწყება რომ შეიძლებოდეს, ისევ იმ გზით წავიდოდიო:

“ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, როგორც ვიცხოვრე. ყველაფრის თავიდან დაწყება რომ შემეძლოს, ისევ იმავე გზით წავიდოდი. მხოლოდ ერთი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მქონდა ყოველთვის – კარგად დამეკრა. თუ ამას ვეღარ შეძლებ, მაშინ უნდა მოკვდე.

მიყვარს ადამიანი და ყველაფერი ამქვეყნად. დოსტოევსკიმ თქვა: თუ გინდა, ადამიანი შეგიყვარდეს, უნდა გაიცნო, მაგრამ თუ გინდა გაიცნო, უნდა შეგიყვარდესო.

პირველი იმპულსი სიყვარულია, შემდეგ არის მოწონება. ძალიან მკაცრი ვარ, მაგრამ სამუშაოსთან მიმართებაში, მომთხოვნი ვარ და კომპრომისებზე არ მივდივარ.”