28 აგვისტო, 2019

გურამ დოჩანაშვილი მარიამ ღვთისმშობელზე

მწერალი გურამ დოჩანაშვილი მარიამ ღვთისმშობელზე ერთ ძალიან პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ფრაზას ამბობს:

„ორი კვირა შევჩერდი, ვერ ვმუშაობდი, ღვთისმშობელი უნდა შემედარებინა რაღაცას… ღვთისმშობელი ლამაზი იყო, როგორც… როგორც… და ვერ მოვიფიქრე რას შეიძლებოდა რომ შემედარებინა…

ორი კვირის შემდეგ მოვიფიქრე:

– ღვთისმშობელი ისეთი ლამაზი იყო, როგორც თვითონ…”