8 აგვისტო, 2019

გოგა ჩანადირი: “რუსეთს ჩვენი მეტყველებაც დაპყრობილი აქვს”

გოგა ჩანადირი: "რუსეთს ჩვენი მეტყველებაც დაპყრობილი აქვს"– რუსეთს არამხოლოდ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მეტყველებაც დაპყრობილი აქვს, – მიაჩნია ფოტოხელოვან გოგა ჩანადირს და რთულია მას ამაში არ დაეთანხმო:

“რუსეთს არამხოლოდ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მეტყველებაც დაპყრობილი აქვს.

რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავემშვიდობოთ ქართულში კაროჩეს, სპასიბას, ვაფშეს, ზაგარს, კანატკას, ჩორნიხოდს, რემენს, პონჩიკს, იუბკას, პრიჩოსკას, ტორმუზს, პავაროტს, ბუბლიკს, ხარაშოს, ტუდააბრატნას, პროსტასა და ასე შემდეგ.

საკუთარი მეტყველებიდან უნდა დავიწყოთ დამპყრობლისგან გათავისუფლება.

სხვა დანარჩენი ფუჭი ძახილია!”