20 აგვისტო, 2019

“ღამის სერენადებს” სანდრო ნებიერიძე გახსნის

"ღამის სერენადებს" სანდრო ნებიერიძე გახსნისსაერთაშორისო ფესტივალს “ღამის სერენადები” ახალგაზრდა ქართველი პიანისტი სანდრო ნებიერიძე გახსნის.

25 აგვისტოს ბათუმის ახლად რესტავრირებულ ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აჟღერდება პეტრე ჩაიკოვსკის “სერენადა”, სამუელ ბარბერის ადაჯიო სიმებიანი ორკესტრისთვის და დიმიტრი შოსტაკოვიჩის საფორტეპიანო კონცერტი No.1

სანდრო ნებიერიძესთან ერთად მსმენელის წინაშე წარსდგებიან დავით შამანაური (საყვირი) და ვახტანგ მაჭავარიანი (დირიჟორი).

საერთაშორისო ფესტივალს „ღამის სერენადებს” 37-წლიანი ისტორია აქვს. ფესტივალის დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელია მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე. უკვე მეორე წელია მასთან ერთად ფესტივალს მუსიკოსი გიორგი ისაკაძე ხელმძღვანელობს.

წელს ,,ღამის სერენადები” აღდგენიდან მეთერთმეტედ გაიმართება და კლასიკური მუსიკის მოყვარულებს დაუვიწყარ საღამოებს ჰპირდება.