25 აგვისტო, 2019

გადავა თუ არა “კომედი ჯგუფი” ნიკა გვარამიას არხზე?

გადავა თუ არა "კომედი ჯგუფი" ნიკა გვარამიას არხზე?ნიკა გვარამიას არხზე ეთერში გასასვლელად ემზადებიან. ამ ეტაპზე უცნობია, “კომედი ჯგუფი” გადავა ნიკა გვარამიასთან თუ დარჩება “რუსთავი 2-ზე.

“კომედი ჯგუფის” ყოფილი წევრი ბაკურ სვანიძე ასეთ პროგნოზს აკეთებს:

“რაც შეეხება იმას, გადავა თუ არა “კომედი ჯგუფის” “სასტავი” ნიკა გვარამიას არხზე…
არა! არ გადავა!

რატომ? იმიტომ, რომ მათ თავად გვარამია არ წაიყვანს!
ნიკა გვარამიამ გადასარევად იცის, რომ ეს არის ბანძი პროდუქტი! დათო გოგიჩაიშვილი რომ გააგდებინეს მაქედან კობა დავარაშვილს პროჭულად, მაგის მერე ეგ შოუები აღარ ვარგა, რადგან ყველა კარგი სცენარისტი, ინტელექტუალი მოაზროვნე გაჰყვა გოგიჩას.

ვასო ფხაკაძის და მიშა ანდღულაძის დაწერილი სცენარები კი უბრალოდ წივილ-კივილი, ხუნტრუცი და მანჭვა-გრეხვაა, რაზეც მაქსიმუმ 14 წლამდე ბავშვებს თუ ეცინებათ. იმიტომაც შეწყდა და ვეღარ კეთდება მათი კონტერცებიც ფიალრმოანიაში – მხოლოდ ბავშვები დადიან… ანუ ეს გადაიქცა საბავშვო ცანცარობად…

რადგან მოდიოდა დაფინანსება “ნახალიავუ” ამიტომ გვარამიას ეკიდა და ეგენი იღებდნენ ფულს…
ახლა როცა გვარამიამ თავისი ნაშოვნი ფული უნდა იხადოს, ის თანხას ამ სიდებილეში არ გადაიხდის.
მაქსიმუმ “ვანოს შოუ” გადაიტანოს, იმიტომ რომ უბრალოდ, პოლიტიკური “სოუსი” აქვს ამ შოუს და ფორმატი აწყობს… დანარჩენ ბანძ ხუნტრუცობებს ეგ არ წაიღებს თავის არხზე…

მხოლოდ ერთ შოუში კი, არ გადაიხდის იმდენს, რამდენსაც ეგ გაზულუქებული კლოუნები არიან მიჩვეული…
საბოლოოდ, ალბათ დარჩება სარჩენად ქიბარს ეს უსაქმურების ბანდა, ვიდრე არ მიხვდება, რომ მათი დატოვება ტელევიზიაში არის დიდი გოიმობა…

ასე 1-2 წელიწადში მორჩება მაგათი პარპაში…
ესაა ჩემი პროგნოზი. გმადლობთ ყურადღებისთვის…”