3 აგვისტო, 2019

ეთერ თათარაიძე: “რატომ უნდა გვქონდეს ამდენი ვაი ვაგლახი”

ეთერ თათარაიძე: "რატომ უნდა გვქონდეს ამდენი ვაი ვაგლახი"ფოლკლორისტი და პოეტი ეთერ თათარაიძე სამშობლოს დიდი გულშემატკივარია. იგი სიამოვნებით შეუერთდა კამპანიას გადავარჩინოთ ამღა:

“გადარჩენაზე რატომ უნდა გვქონდეს ამდენი ვაი ვაგლახი გადასატანი, როცა ამღა, ჭიმღა ახიელაო, ჩემი თითის სახვიელაო. ძალიან პატარა ხეობაა, კილომეტრებსა და სივრცეებზე გადაჭიმული ხომ არ არის.

აქედან, ამ ეტაპზე ერთადერთი სოფლის გადარჩენას ვითხოვთ, დიდებული ისტორიით, რაც არხოტს გადაარჩენს“.