31 აგვისტო, 2019

ბრალდებები ნიკა რურუას

ბრალდებები ნიკა რურუასკულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას ძმა – გიორგი რურუა იმ ბრალდებებზე საუბრობს, რომელიც აწ გარდაცვლილს ოცნებამ დააბარალა:

“არ ვიცი საიდან დავიწყო, სიტყვებს ვარჩევ ამ მოღალატეებს – ვოლსკის და ბესელიას, ასევე ფარჩაკ ჟურნალისტებს პალიტრიდან, რომ ზღვარს არ გადავიდე და არ ვაგინო.

დღეს ავიღე შსს-დან ცნობა, რომ ნიკა რურუა 2008 წლის 10 აგვისტოს დაბრუნდა საქართველოში, წითელი ხიდის გავლით.

ეს ტყუილიც, რომელსაც ქ.ოცნება იყენებდა, არის ჰიბრიდული ომის ნაწილი.

ნიკა რურუას დააბრალო ომის დროს ქვეყნიდან გაქცევა, იმიტომ რომ მომავალ თაობას გაუჩინო შიშის გრძნობა – გაუქრო შეწინააღდეგების სურვილი, ეს არის რუსეთის მიზანი.

შეგახსენებთ, ნიკა არის ყველა ომის მონაწილე, მძიმედ დაჭრილი, ვახტანგ გორგალის პირველი და მესამე ხარისხის ორდენოსანი. ასევე არის ბრწყინვალების უმაღლესი ორდენით დაჯილდოვებული.

ნიკა კი არ გაიქცა, არამედ, გაიგო თუ არა რუსეთის აგრესიის შესახებ, ორ დღეში დაბრუნდა სამშობლოში, მზად იყო სიცოცხლის ფასად დაეცვა სამშობლო.

მან დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი, თეატრალური უნივერსტიტეტი, ჯორჯიის შტატის სამართლის სკოლა, გახდა იურისპრუდენციის დოქტორი. მან ეს შეძლო.

რუსული ჰიბრიდული ომის დამარცხება ჩვენ შეგვიძლია!
ჩვენი გამარჯვება ჩვენს თავებშია, ჩვენ ამას შევძლებთ!
მე მჯერა საქართველოსი და თქვენი, ჩემო თანამოქალაქეებო.
ერთი ნაბიჯიც არ უნდა დავუთმოთ მტრებს!”

ბრალდებები ნიკა რურუას

ბრალდებები ნიკა რურუას