31 აგვისტო, 2019

16 დაკავებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე

16 დაკავებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალზეელექტრონული მუსიკის ფესტივალი ” Echowaves Festival 2019″ დაკავებებით დასრულდა.

ანაკლიაში კავკასიაში ელექტრონული მუსიკის ყველაზე დიდი 4-დღიანი ფესტივალი გაიმართა, რომელსაც დაკავებების გარეშე არ ჩაუვლია.

ფესტივალის ტერიტორიაზე და მიმდებარედ 16 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 3 ქურდობის შემთხვევასთან და 13 ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებით.

დაკავებულთაგან 13 უკვე გათავისუფლდა. ნარკოტიკული საშუალებების ფლობისთვის დაკავებული 3 ადამიანი კი პატიმრობაში რჩება.