16 ივლისი, 2019

თეა დარჩიას ცეკვამ საზოგადოება გააღიზიანა

თეა დარჩიას ცეკვამ საზოგადოება გააღიზიანა“სუხიშვილების” მოცეკვავის თეა დარჩიას ცეკვამ საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.

მან თავის აღსაზრდელებთან ერთად სპეციალური ცეკვა დადგა, რომელიც 20 ივნისის ღამეს მიუძღვნა და პატარა მოცეკვავეებთან ერთად ცალ თვალზე ხელაფარებულმა იცეკვა.

ცეკვამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია – ნაწილმა მოცეკვავის გადაწყვეტილება მოიწონა, ნაწილმა კი მიიჩნია, რომ თვითონ შეეძლო ეცეკვა, მაგრამ ბავშვები არ უნდა ჩაერთო. ეს ბავშვთა უფლებების დარღვევაა. მოცეკვავეს ზოგმა ნაცი უწოდა და ზოგმა – ქოცი.

თეა დარჩია:

”მე არც ნაცი ვარ და არც ქოცი. მე ქართველი ვარ, რომელიც ცეკვით გამოხატავს პროტესტს ნებისმიერი ძალადობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ!”