საშა გველესიანი გაჩუმებას აღარ აპირებს

საშა გველესიანი გაჩუმებას აღარ აპირებსმსახიობი და პოეტი საშა გველესიანი გაჩუმებას აღარ აპირებს, რადგან მიაჩნია, რომ როცა უფალს, ღვთისმშობელს, წინაპრებს, წესსა და ადათს უგინებენ, სიჩუმე დანაშაულია.

ხელოვანის გაღიზიანება ლია უკლებას მიერ დახატულმა კაცების სამაიამ გამოიწვია და მხატვარს საჯაროდ მიმართა:

“უკიდურესად უნიჭო რომ ხართ, არახალია და რადგან ეს თავადაც კარგად იცით, გაბოროტებული და საცოდავი არსების შთაბეჭდილებას ტოვებთ!

ერთხელ გითხარით, თემა არც მხატვრად შეგქმნით და არც ამ ნათითხნს გადააქცევს ნახატად.
ეს გზა თქვენი არჩევანია და რასაც ამ გზაზე წააწყდებით, მშვიდობაში მოიხმარეთ!
ფულს გიხდიან თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა., თუმცა, სავარაუდოდ გიხდიან.
მეცოდებით და არ მძულხარ!
სიძულვილისთვის იმდენად არარაობაა ეს!

P.Sშ. მოგმართავთ ,,ზე-ჰუმანურებს” – მასწავლეთ რაზე გავბრაზდე და გამოვთქვა პროტესტი?!
უფალს, ღვთისმშობელს, წინაპრებს, წესსა და ადათს რომ მიგინებენ, ე, მაშინ რა ვქნა?
გავჩუმდე?!

ახალგაზრდების გემოვნების გარყვნაზეა სახელმწიფო ორიენტირებული უკვე 20 წელიწადია და სიჩუმის დრო არაა ახლა!!

არც გინებით გაკეთდება საქმე, რადგან ნიჭზე და უნიჭობაზე უნდა ესაუბრო ბავშვებს, უნდა აუხსნა ავი და კარგი და ისიც, რომ სიძულვილს კი არ იმსახურებენ შენი სიწმინდეების შემრყვნელები, არამედ სიბრალულს.

თქვენ ისე არ დაგემართოთ, ერთ ჭკუათხელ ქალს რომ მოატყუებს ვიგინდარა კაცი, მაკოცნინე, იონქრად მოგეფერები და დედა მომიკვდეს მეტი თუ რამე გიქნაო. ქალი მიუშვებს და რომ უზამს ის ვიგინდარა კაცი, ეს ქალი გაიძახის – მე რა მენაღვლებაო, დედა მოგიკვდებაო?!

ისე, ჩვენში დარჩეს და – ,,რაბამი ქვები არს და რაბამი შენებულებაჲ”, წაგეკითხათ თავის განმარტებებით…”