25 ივლისი, 2019

ქეთი დოლიძე მანანა ბერიკაშვილის წინააღმდეგ

ქეთი დოლიძე მანანა ბერიკაშვილის წინააღმდეგრეჟისორი ქეთი დოლიძე მანანა ბერიკაშვილს უპირისპირდება.

“გამიშვეს თეატრიდან და როცა კატეგორიულად მოვითხოვე ჩემი შემცვლელის ვეგმა ეჩვენებინათ, ვერაფერიც ვერ მაჩვენეს!

რას მაჩვენებდნენ, რაც არ არსებობდა?!

დიახ, ყოველთვის გავიმეორებ, რომ ეს პირადად მანანა ბერიკაშვილის ჩადენილია!

ხელმოწერების შეგროვება, თითქოს 37 წელი იყო!
აფერუმ თქვენ სინდისს, ნამუსს, უფრო სწორედ, უნამუსობას!
ბევრ რამეს მიაღწიეთ?
აყვავდით?!

ჩემი წასვლის მერე, ერთი წელი რომ პრემიერა არ ყოფილა თეატრში, ეს გადაყლაპა სამინისტრომ და ქ-მა ბერიკაშვილმა, არა?!

სამარცხვინოები ხართ!”