ქეთი დოლიძე: “ერთმა მსახიობმა მიჩივლა”

ქეთი დოლიძე: "ერთმა მსახიობმა მიჩივლა"რეჟისორი ქეთი დოლიძე გულნატკენია და ამას არც მალავს. კინომსახიობთა თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი იხსენებს ამბავს, როცა ერთმა მსახიობმა უჩივლა, ქეთიმ თეატრის ფოიეში ვიღაცას კაფე გაახსნევინაო:

“ჩვენთან ერთმა მსახიობმა მიჩივლა, ჩუმად, უზნეოდ, ქეთი დოლიძემ თეატრის ფოიეში ვიღაცას კაფე გაახსნევინაო!

ის საწყალი კაცი სულ წაგებაში იყო, მაგრამ ეს პატარა არტ კაფე იყო მყუდრო, სპექტაკლის მერე ხალხს წასვლა არ უნდოდა!

ფესტივალის სტუმრები კი, ბრიტანელები, ფრანგები, ლიტველები, რუსები, ამერიკელები, იტალიელები სპექტაკლის მერე არ იშლებოდნენ და რამდენი ლამაზი საღამო ახსოვს ამ ფოიეს!

რა გინდოდათ თქვე ბოღმებო და ბოროტებო! დამსმენებო!

ასეა!
ყველაზე საშიში თეატრში საშუალო ნიჭის არტისტია, დაბოღმილი და ლოთი თანაც!

რა ქენით, გააბრწყინეთ თეატრი?! არასდროს გეპატიებათ ეს ვანდალიზმი!
ჩემს მოგონებების წიგნში კი მხოლოდ სიმართლე დაიწერება, ისევე, როგორც ჩემი პედაგოგის წიგნში!

მოღალატეებო!
გეშინოდეთ შურიანი ადამიანის!”