ნინო კირთაძის ახალი გამოწვევა

ნინო კირთაძის ახალი გამოწვევარეჟისორის, მსახიობისა და სცენარისტის ნინო კირთაძის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა.

მან „ევრიმაჟში“ თამარ ტატიშვილი ჩაანაცვლა და ამიერიდან საქართველოს წარმომადგენელი იქნება. “ევრიმაჟი” ეს არის ევროსაბჭოს პროგრამა, რომელსაც საქართველო 2011 წელს შეუერთდა. 8 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი თამარ ტატიშვილი იყო. ამ პერიოდში დაფინანსდა 15 ქართულ-უცხოური კოპროდუქცია. ფონდის მიერ ქართული პროექტების დასაფინანსებლად გაიცა 3 092 322 ევრო.

ნინო კირთაძე წლებია ცხოვრობს და მოღვაწეობს პარიზში. რეჟისორობამდე ნინო აქტიურად იყო ჩართული ჟურნალისტურ საქმიანობაში, მუშაობდა კონფლიქტის ზონებში და აშუქებდა ჩეჩნეთის, ყარაბახისა და აფხაზეთის ომების მიმდინარეობას.

როგორც მსახიობი ნინო კირთაძე პირველად გამოჩნდა ნანა ჯორჯაძის ფილმში “შეყვარებული კულინარის ათასერთ რეცეპტი”, ხოლო მისი სარეჟისორო დებიუტი საფრანგეთში შედგა.

ამჟამად რეჟისორი თავისი ახალი ფილმის წარმოებას ასრულებს, მუშაობს ორი მხატვრული ფილმის სცენარზე და აქტიურად თანამშრომლობს საფრანგეთისა და შვეიცარიის კინოსკოლებთან და კოლუმბიის უნივერსიტეტთან.