4 ივლისი, 2019

ლაშა სესიტაშვილი ვუდი ალენის დადგმულ ოპერაში

ლაშა სესიტაშვილი ვუდი ალენის დადგმულ ოპერაშიოპერის ქართველი მომღერალი ლაშა სესიტაშვილი რეჟისორ ვუდი ალენის მიერ დადგმულ საოპერო სპექტაკლში იმღერებს.

ლაშა სესიტაშვილი არაერთი საერთაშორისო კონკურსის და ფესტივალის გამარჯვებულია და თავის კარიერას უცხოეტში აგრძელებს.

83 წლის ვუდი ალენი ლა სკალას თეატრში პირველად მუშაობს, ამიტომ ოპერის მოყვარულების მხრიდან მოლოდინი ძალიან დიდია.

ჯაკომო პუჩინის ოპერის “ჯანი სკიკი” პრემიერა 6 ივლისს ლა სკალაში გაიმართება.