9 ივლისი, 2019

კონსერვატორიის სტუდენტს რაინდის მიტინგზე თავი გაუტეხეს

კონსერვატორიის სტუდენტს რაინდის მიტინგზე ბალთიანი ქამრით თავი გაუტეხესკონსერვატორიის სტუდენტს თორნიკე ბერიძეს რაინდის მიტინგზე ბალთიანი ქამრით თავი გაუტეხეს.

ინფორმაცია კონსერვატორიის პროფესორმა ნინო ჟვანიამ გაავრცელა:

“ეს თბილისის კონსერვატორიის სტუდენტია, 22 წლის თორნიკე ბერიძე. მივიდა ანტისაოკუპაციო მიტინგზე, მაგრამ ამ გაწა-მაწიაში აღმოჩნდა რაინდის მიტინგზე, იქითა მხარეს ანუ.

“მერე გამოდიოდა მამაო და ვუსმენდით, რას ლაპარაკობდა, ჩემი შვილიც იდგა იქვე, ღია ფერის მაისური ეცვა”, – იხსენებს თორნიკეს დედა, – “ვიღაც მოვიდა დიდი ქამრით, ბალთიანი ქამრით, ჩაარტყა პირდაპირ სახეში, თავში, ისე, რომ აზრზე ვერ მოვედით, რა უნდოდა, ვინ იყო, ჩაარტყა და გაიქცა.”

ჩემი ერთი ნაცნობი გამახსენდა. მოწევდა 5 სიგარეტს და მერე მოძღვართან გარბოდა მოსანანიებლად. ასე მაინც ნაკლები ცოდვააო. ამის გამკეთებელიც გაიქცა მერე მოსანანიებლად, თუ ამას საერთოდ არ თვლის ცოდვად?

ვიღიმი, რადგან ვიცი, რომ თორნიკე კარგადაა… ნუ, პირობითად. 3 ნაკერი კი დაადეს თურმე თავზე.”