კონსერვატორიის სტუდენტს თორნიკე ბერიძეს რაინდის მიტინგზე ბალთიანი ქამრით თავი გაუტეხეს.
ინფორმაცია კონსერვატორიის პროფესორმა ნინო ჟვანიამ გაავრცელა:
“ეს თბილისის კონსერვატორიის სტუდენტია, 22 წლის თორნიკე ბერიძე. მივიდა ანტისაოკუპაციო მიტინგზე, მაგრამ ამ გაწა-მაწიაში აღმოჩნდა რაინდის მიტინგზე, იქითა მხარეს ანუ.
“მერე გამოდიოდა მამაო და ვუსმენდით, რას ლაპარაკობდა, ჩემი შვილიც იდგა იქვე, ღია ფერის მაისური ეცვა”, – იხსენებს თორნიკეს დედა, – “ვიღაც მოვიდა დიდი ქამრით, ბალთიანი ქამრით, ჩაარტყა პირდაპირ სახეში, თავში, ისე, რომ აზრზე ვერ მოვედით, რა უნდოდა, ვინ იყო, ჩაარტყა და გაიქცა.”
ჩემი ერთი ნაცნობი გამახსენდა. მოწევდა 5 სიგარეტს და მერე მოძღვართან გარბოდა მოსანანიებლად. ასე მაინც ნაკლები ცოდვააო. ამის გამკეთებელიც გაიქცა მერე მოსანანიებლად, თუ ამას საერთოდ არ თვლის ცოდვად?
ვიღიმი, რადგან ვიცი, რომ თორნიკე კარგადაა… ნუ, პირობითად. 3 ნაკერი კი დაადეს თურმე თავზე.”