მწერალ ჯემალ ქარჩხაძის განმარტება ღმერთზე ყველაზე მოკლე და ზუსტია:
“ჭეშმარიტი ღმერთი მხოლოდ პიროვნულ თავისუფლებაში მჟღავნდება, რადგან პიროვნული თავისუფლებაა ის სხივი, რომლითაც ადამიანი ღმერთს შეიგრძნობს.
ამ თვალსაზრისით ჩვენ ჯერ კიდევ ათეისტური საზოგადოება ვართ. იქნებ ამიტომაც ვახსენებთ წამდაუწუმ ღმერთს: წყალს ხომ უდაბნოში უფრო ხშირად ახსენებენ, ვიდრე წყაროსთან.”