ეკა ხუნწარიას ულამაზესი ნამუშევრები ხელოვნების სასახლეში

ეკა ხუნწარიას ულამაზესი ნამუშევრები ხელოვნების სასახლეში5 ივლისს, 19 საათზე, ხელოვნების სასახლეში თანამედროვე ხელოვანის, ეკა ხუნწარიას გამოფენა, სახელწოდებით “აბრეშუმის ოთახი” გაიხსნება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვანისეული ფერებისა და კომპოზიციის შეგრძნებით შექმნილი ბოლო ერთი წლის მანძილზე შექმნილი ნამუშევრები.

ეკა ხუნწარიას შემოქმედება მრავალ მნიშვნელოვან ასპექტს მოიცავს. მან 2017 წელს ტექსტილის სტუდია “აბრეშუმის ოთახი”, იგივე ”Silkroom” დააარსა, სადაც გამოფენილია ბატიკის ტექნიკით შექმნილი ნამუშევრები , როგორებიცაა: კედლის პანოები, შირმები, სანათები, თავშლები და ა.შ. ხელოვანის ნამუშევრები განსაკუთრებულია, რამეთუ იგი ხატავს მხოლოდ ბუნებრივ აბრეშუმზე და იყენებს პროფესიონალურ ტექსტილის საღებავებს, მათ შორის პარაფინსა და თაფლის სანთელს.

ეკა ხუნწარიას მონაწილეობა აქვს მიღებული ბევრ გამოფენაში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მისი ნამუშევრები არაერთი ქვეყნის კერძო კოლექციებშია დაცული, როგორებიცაა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია, იაპონია, შვედეთი, ავსტრია და სხვა.

გამოფენა ხელოვნების სასახლეში ორი კვირა გაგრძელდება.