13 ივლისი, 2019

ბუბა კიკაბიძე რუსეთში კონცერტებს მართავს

ბუბა კიკაბიძე რუსეთში კონცერტებს მართავსმომღერალი და მსახიობი ბუბა კიკაბიძე რუსეთში კონცერტებს მართავს.

ამის შესახებ ინფორმაცია რუს ჟურნალისტებს მოსკოვის მცირე თეატრის მსახიობმა ბორის კლუევმა მიაწოდა.

მისი თქმით, ქართველი ხელოვანი რუსეთში კორპორატიულ ღონისძიებებზე ჩადის და კარგ ფულსაც შოულობს.

რუსეთში სტუმრობისთვის ბუბა კიკაბიძის მთავარი მოთხოვნაა, მაქსიმალურად გასაიდუმლოებული დარჩეს მისი ვიზიტი და ამის შესახებ არავინ არსად არანაირი კომენტარი არ გააკეთოს.