3 ივლისი, 2019

ანიტა რაჭველიშვილის მიმართვა რუს მსმენელს

ანიტა რაჭველიშვილის მიმართვა რუს მსმენელსანიტა რაჭველიშვილმა ყველანაიარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად რუსეთში მის სიმღერასთან დაკავშირებით საჯარო განცხადება გაავრცელა:

“მე მიყვარს რუსი ხალხი, რომელიც პატივს სცემს საქართველოს და ჩვენს ტერიტორიებს.

მე მიყვარს რუსული კულტურა, რუსული ლიტერატურა, რუსი პოეზია, ხელოვნება და მუსიკა.

მე დიდი სიამოვნებით და პატივისცემით გავაგრძელებ არაჩვეულებრივი რუსული სიმღერების შესრულებას იმიტომ, რომ რუსული კლასიკური მუსიკა – ერთ-ერთი საუკეთესოა დედამიწაზე, მაგრამ არ ვიმღერებ რუსეთში ამ ქვეყნის პოლიტიკის გამო! დიქტატორი პუტინის გამო და იმიტომ, რომ პუტინი კლავს ჩვენს ხალხს და იპარავს ჩვენს მიწებს.

გთხოვთ, გაიგოთ ჩვენი ტკივილი და მხარი დაუჭიროთ საქართველოს და უკრაინას ამ ომში პუტინთან!
და კვლავ მათთვის, ვინც ვერ გაიგო: მე მიყვარს რუსი ხალხი მთელი გულით, მაგრამ პუტინი – ეშმაკია და ის უნდა შევაჩეროთ!

მადლობა თითოეულ თქვენგანს.
სიყვარულით და პატივისცემით, ანიტა!”