27 ივლისი, 2019

ამ მიზანს ემსახურებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,მერანი”

ამ მიზანს ემსახურებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,მერანი"ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი “მერანი” რომანტიკოსი პოეტის სავიზიტო ბარათია.

პოეტი პეტრე კოლხი მიიჩნევს, რომ ტატოს ლექსი ჩვენს პოეზიაში გამორჩეულია და ის მეტი დაკვირვებით უნდა წავიკითხოთ:

“იქ, სადაც ტოტალური გაუნათლებლობა და სინათლის სინაკლებეა, შენი აზრები და შეხედულებები ღვთის გმობად მიიჩნევა, რადგან უმრავლესობა რკინის ჩარჩოშია გამოკეტილი. იქიდან კი თვალსაწიერი ძალიან მოკლეა… სამყარო კი პირქუში და ერთფეროვანი, ღმერთიც მრისხანე მსაჯული, შეხედულებები ძველაღთქმისეული… XXI საუკუნეშიც კი, ისევ გამოქვაბულის, შურისძიების ეპიქაში ვცხოვრობთ… რა მნიშვნელობა აქვს გარეთ რომელი წელი დგას, თუ შიგნით ვერ გავცდით ძალადობას და აგრესიას…

მიუღებელი ხარ მათთვის, ვისაც ხმამაღლა საუბრის ეშინია იმ თემებზე, რომელსაც თავად ემონებიან, მაგრამ დამალვით ცდილობენ პრობლემა მოაგვარონ… არადა, საკითხი უფრო მასშტაბური და დაუნდობელი ხდება…

პირიქით, ღიაობა, გახსნილობა მეტად გადაარჩენს პიროვნებასაც და ცხადია, საზოგადოებასაც, რადგან პიროვნების სიჯანსაღე საწინდარია საზოგადოებრივი აზროვნების… დაავადებული აზროვნება ვერასდროს მოიტანს სინათლეს და სულის თავისუფლებას… ერთი მხარე ხელკეტებით ებრძვის ცოდვას, მეორე ცოდვის მონობაში ყვირის თავისუფლებას… ორივე სხვაგან არის და შედეგიც დღევანდელზე მეტად ხვალ იქნება მძიმე…

ქრისტეს სახელით კლასიკური ლიტერატურის უარყოფა, არა მხოლოდ უწიგნურობას, დამანგრეველ ბოროტებას მიანიშნებს… კაცობრიობის ისტორიაში იმდენი ნგრევა არც ერთ ომს არ მოუტანია, რაც უწიგნურობამ მოიტანა… ზოგს რომ ჰკითხო, ნიცშე არ უნდა წაიკითხო, რადგან ღმერთის უარყოფათ მიიჩნევს… სამაგიეროდ იმას ვერ ხვდება, მისი ცხოვრების წესით ქრისტეც და ადამიანობაც სამუდამოდ უარყოფილია… დიახ, მაშინ ხარ ძლიერი, როცა ადამიანურ სისუსტეებს დაატარებ, მაგრამ იბრძვი მთელი ცხოვრება ამ სისუსტეების დასაძლევად… მაშინ ხარ ადამიანი, როცა იგივე არ რჩები, ვინც გუშინ და გუშინწინ იყავი, არამედ ყოველწამიერად იზრდები და ვითარდები…

ძნელია თემის, ხალხის დაშტამპული აზროვნების წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ეს აუცილებელია… ასე მოიქცა ალუდა ქეთელაური…. ამ მიზანს ემსახურებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,მერანი”… ამისთვის იშვა ღმერთ-კაცი იესო ქრისტე, რომელიც წინ აღუდგა ძველ აღთქმას და ძველებრაული კანონები თავდაყირა დააყენა… მეტი აზროვნება და განვითარებაა საჭირო…

ვიწრო ხედვით, ებრაული წესის თანახმად ფეხმძიმე ღვთისმშობელი ქვებით უნდა ჩაექოლათ, ან შაბათ დღეს სიკეთე არ უნდა გაეკეთებინათ… როცა ამის წინააღმდეგ იბრძვი, ბუნებრივია, ბევრი მტერი და მოძულე გეყოლება, არაუშავს, არც უმისობა ვარგა…

ალუდა ქეთელაური მოიკვეთეს, მაგრამ ბზარი გაჩნდა მთის ადათ-წესებში…

დაე, შენც მოგკვეთონ, ოღონდ საბოლოოდ განათდეს დაბნელებული გონება!”