9 ივლისი, 2019

ალექსანდრე ზაზარაშვილი დააჯილდოვეს

ალექსანდრე ზაზარაშვილი დააჯილდოვესუკრაინული საბავშვო “ვოისის” მეხუთე სეზონის გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი აღიარების სერტიფიკატით დააჯილდოვეს.

მუსიკალური შოუს დასრულების შემდეგ, 12 წლის რუისელი მომღერალი უკრაინაში საქართველოს საელჩომ მიიწივა და მას სპეციალური დიპლომი გადასცა.

საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ ალექსანდრე ზაზარაშვილს გამარჯვება მიულოცა, აღნიშნულ პროექტში საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადა და საელჩოს აღიარების სერტიფიკატი გადასცა.